ავღანეთში თალიბანმა ბრიტანელი წყვილი, 79 პიტერ და 75 წლის ბარბი რეინოლდსები დააკავა, რომლებიც საცხოვრებელ სახლში, ბამიანში 1-ელ თებერვალს ბრუნდებოდნენ.
წყვილი ქაბულში, 1970 წელს დაქორწინდა - ისინი 2009 წლიდან დღემდე, 18 წლის განმავლობაში ახლო-აღმოსავლეთში საგანამანთლებლო ტრენინგებს უძღვებოდნენ დედებისა და მოზარდებისთვის.
არსებული ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობია რა გახდა ბრიტანელი წყვილის დაკავების მიზეზი - გამოცემა BBC-ის თქმით, ერთ-ერთი ტრენინგი, რომელსაც წყვილი უწევდა ხელმძღვანელობას ავღანეთის ხელისუფლების მიერ დამტკიცებული იყო.
წყვილის ერთ-ერთი ქალიშვილის, სარა ენთვისთლის თქმით, მას 2 კვირაზე მეტია, რაც მშობლების ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ არაფერი გაუგია.
დაკავების შემდეგ, წყვილს ტექსტობრივი კომუნიკაცია ჰქონდათ ბავშვებთან, თუმცა სამი დღის შემდეგ, უკანასკნელი შეწყდა.
"დედაჩემი 75 წლის არის, მამაჩემი კი თითქმის 80-ის და მას მინი ინფარქტი აქვს გადატანილი, სჭირდება სპეციალური მედიკამენტები.
ისინი უბრალოდ ცდილობდნენ დახმარებოდნენ ქვეყანას, რომელიც უყვარდათ და იმის გაფიქრებაც კი, რომ ისინი დაპატიმრებულები არიან იმის გამო, რომ დედებსა და ახალგაზრდებს ასწავლიდნენ აღმაშფოთებელია". - თქვა ენთვისთლმა, BBC-ის ცნობით.
ცნობისთვის, 2021 წლის 18 სექტემბერს, თალიბანმა ავღანეთის სკოლებში სასწავლო პროცესი მხოლოდ ბიჭი მოსწავლეებისთვის და კაცი მასწავლებლებისთვის განაახლა - დაჯგუფების განცხადებაში, რომელიც მათ სკოლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, გოგო მოსწავლეები და ქალი მასწავლებლები ნახსენები არ არიან.
ასევე, ავღანეთში თალიბანმა ქალების საქმეთა სამინისტრო ღირსების და მანკიერების სამინისტროთი ჩაანაცვლა - ეს უწყება წარსულში მკაცრი რელიგიური დოქტრინების გატარებას უძღვებოდა.
-
ვინ რას წარმოადგენს თალიბანში – დაჯგუფების ლიდერები და მნიშვნელოვანი პირები
-
თალიბანის წინააღმდეგობის ლიდერის, აჰმად მასუდის წერილი: მუჯაჰიდთა წინააღმდეგობა თალიბანთან ახლა იწყება, მაგრამ დახმარება გვჭირდება
-
"კლეპტოკრატია მომაკვდინებელია" – როგორ მოიგო თალიბანმა წაგებული ომი
-
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხორასნის პროვინცია – აშშ-სა და თალიბანის საერთო მტერი