ავღანელი ოფიციალური პირების თქმით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ი-შარიფთან მომხდარი 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 260-მდე დაშავდა, თუმცა, მსხვერპლთა რაოდენობა, დიდი ალბათობით, უფრო მაღალია.
აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის მიხედვით, მიწისძვრა 28 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა, მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 523 000-ს შეადგენს.
ავღანეთის თალიბანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მიწისძვრა ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციებს შეეხო, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერის თქმით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და დაამატა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.


![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)


