ომი ახლო აღმოსავლეთში

ირანული მედია: ჩეჩენი მებრძოლები მზად არიან, ირანში განლაგდნენ, თუ აშშ ხმელეთიდან შეიჭრება

ჩეჩენი მებრძოლები

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, ჩეჩნეთის სამხედრო ნაწილებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ირანში განლაგდნენ, რათა აშშ-ის მიერ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემთხვევაში, ირანის შეიარაღებულ ძალებს მხარი დაუჭირონ. 

ტელეარხის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის "ერთგული ძალები" ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებებს რელიგიურ ომს უწოდებენ.


გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ს არმიის 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის ათასობით სამხედრო უკვე აღმოსავლეთშია იმ ფონზე, როცა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მომდევნო ნაბიჯებს განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციის ჩატარებასაც. 

Axios-ის ინფორმაციით კი პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნას აპირებს და თეთრი სახლი ირანის წინააღმდეგ უფრო მეტი ესკალაციის გამომწვევ ვარიანტებსაც განიხილავს, მათ შორის, სახმელეთო ოპერაციასაც. 

ამასთან, ამერიკული გამოცემის მიხედვით, დიდი შვიდეულის შეხვედრაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ომში თავის ყველა მიზანს მიაღწიოს და დაამატა, რომ ირანთან ომი კიდევ 2-4 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

კომენტარები