ომი ახლო აღმოსავლეთში

ტრამპი: ამაღამ აშშ ირანს ძალიან ძლიერად დაარტყამს, ხარგის კუნძულსაც ავიღებთ

აშშ ამაღამ ირანს (რომლის საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რადიოლოკაციური, ჰაერსაწინააღმდეგო და ყველა სხვა სახის თავდაცვა, თავდასხმითი შესაძლებლობების უმეტესობასთან ერთად, განადგურებულია!) ძალიან ძლიერად დაარტყამს. არც ისე შორეულ მომავალში ჩვენ ხარგის კუნძულსა და ნავთობის ინფრასტრუქტურის სხვა პუნქტებსაც ავიღებთ, და, ვენესუელის მსგავსად, მათი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბაზრებზე ტოტალურ კონტროლს დავამყარებთ, რაც ბრწყინვალედ მუშაობს როგორც ვენესუელისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

წერს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები