14 ივლისის ღამის საათებში აშშ-მ ხუთი საათის განმავლობაში ირანში სამიზნეებზე დარტყმები მიიტანა. ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, იერიშების სამიზნე ბუშირში, ბანდარ აბასში, აბუ-მუსასა და ირანის სხვა ნაწილებში სამხედრო ობიექტები იყო.
სარდლობის მიხედვით, დაბომბვის მიზანია, რომ "შემცირდეს სამოქალაქო გემებზე თავდასხმის მხრივ ირანის უნარი".
Reuters-ის ინფორმაციით, თავის მხრივ, ირანმა განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშების პასუხად იორდანიაში ავიაბაზას დაარტყეს, რომელსაც ამერიკის არმია იყენებს. ამ ფონზე იორდანიისა და ბაჰრეინის ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს.
პარალელურად, 13 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები გაგრძელდა.





