აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელმა ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი, დმიტრი ოლისოვი ირანის საელჩოში
Секция интересов России при Посольстве Швейцарии в Грузии

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის ხელმძღვანელი, დმიტრი ოლისოვი ირანის საელჩოში მივიდა ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

"საქართველოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციის სახელით და პირადად ჩემი სახელით ირანელი ხალხის მიმართ უღრმეს მწუხარებას გამოვხატავ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მრავალი უდანაშაულო მოქალაქის ცინიკური მკვლელობის გამო. დაშავებულებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. ჩვენი ფიქრები ირანელ ხალხთანაა" - განაცხადა ოლისოვმა.

კომენტარები