აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

მორიგ წერილში მოჯთაბა ხამენეი მამის მკვლელობის გამო შურისძიებით იმუქრება

ირანის რეჟიმის მხარდამჭერები ალი და მოჯთაბა ხამენეის ფოტოებით
Majid Saeedi/Getty Images

ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის მისი მოკლული მამისა და წინამორბედის, აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობაზე შურისძიებით იმუქრება. მოჯთაბა წერს, რომ ეს "ერის მოთხოვნაა" და "აუცილებლად მოხდება".

"ვფიცავთ, რომ მოწამე ლიდერისა და ამ ორი ომის ყველა მოწამის სისხლისთვის იმ დამნაშავე და სამარცხვინო მკვლელებზე შურს ვიძიებთ" - ნათქვამია განცხადებაში.

"იქნება ეს ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში თუ მის შემდეგ, ეს აუცილებლად მოხდება. მალე თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ამ ღვთაებრივი მისიის საკუთარ ნაწილს შეასრულებენ" - დასძინა ირანის უზენაესმა ლიდერმა.

ცნობისთვის, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი პოსტის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა - მან საკუთარი მამის დაკრძალივის ცერემონიაც გამოტოვა . 23 აპრილს New York Times-მა ინფორმირებულ ირანელ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ მოჯთაბა ხამენეი აშშ-სა და ისრაელის იერიშების შედეგად მიღებულ ჭრილობებს კვლავ მკურნალობდა და სახეზე მიყენებული დაზიანებების გამო, რომლებმაც მის საუბრის უნარზეც იმოქმედა, ვიდეო ან ხმოვანი მასალების ჩაწერისგან თავს იკავებს.

კომენტარები