აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

ირანმა ჰორმუზში ორ ნავთობტანკერს დაარტყა, არის მსხვერპლი

ჰორმუზის სრუტე

არაბთა გაერთინებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირანმა მათ ორ ნავთობტანკერზე რაკეტებით იერიში მიიტანა. უწყების ცნობით, დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი ინდოელი მეზღვაური და დაშავდა კიდევ რვა პირი.

საამიროების თავდაცვის უწყების განცხადების მიხედვით, ხომალდ Mombasa-სა და Al Bahiyah-ზე იერიში მიიტანეს მაშინ, როცა ისინი ომანის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებოდნენ. დაჭრილთა შორის ოთხი კრიტიკულ მდგომარეობაშია. რვა დაშავებულიდან ექვსი ინდოეთის, ორი კი უკრაინის, მოქალაქეა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანებული საამიროები იტოვებენ "ამ ესკალაციაზე პასუხის გაცემის სრულ უფლებას".

ირანის ისლამურის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ასევე გაავრცელა ცნობა, რომ დაარტყეს ორ ტანკერს, რომლებიც მათ "გაფრთხილებებს უგულებელყოფდნენ" და ცდილობდნენ გაევლოთ "დანაღმულ გზაზე".

 

კომენტარები