აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

მედია: ისრაელის არმია ხელისუფლებას ლიბანთან მოლაპარაკებების გაძლიერებას სთხოვს

ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, ეიალ ზამირი  

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები პოლიტიკურ ლიდერებს სთხოვენ, რომ ლიბანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გააძლიერონ. 

მას შემდეგ, რაც აშშ-ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გასულ დღეებში გაფორმდა, თეირანი აცხადებდა, რომ მოლაპარაკებების წინაპირობა ლიბანში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერება იყო.

ისრაელის მე-12 არხთან საუბარში სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ისრაელის "კიდევ ერთ მცდელობა გაყოს მიმართულებები [ირანი და ლიბანი] აშშ-სთან ვითარებას გააუარესებს".

"ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად ლიბანში ჩვენს მოქმედებებთან დაკავშირებით, რათა პრობლემები არ შეგვექმნას." - თქვა წყარომ.

ცნობის მიხედვით, ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად მხარს უჭერს ორ კონკრეტულ მიზანს ლიბანში: ლიბანის სამხრეთში ბუფერული ზონის შენარჩუნებასა და ჰეზბოლას უმნიშვნელოვანესი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის სრულად განადგურებას ქალაქ ნაბათიის მახლობლად. პარალელურად, ცნობის მიხედვით, არმია ხელისუფლებას სთხოვს, რომ ვაშინგტონში დელეგაციის დონე აამაღლონ და ლიბანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები დააჩქარონ.

დიპლომატმა მაღალჩინოსანმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ აშშ-ს ისრაელისთვის ლიბანიდან ჯარების გამოყვანა ჯერჯერობით არ მოუთხოვია.

როგორც ისრაელის მედია უსვამს ხაზს, გააქტიურებული მოლაპარაკებების მიზანი აიხსნება ჰეზბოლას იზოლირებისა და ბეირუთთან საკუთარი პირობებით შეთანხმების სურვილებით, რათა მომავალში ირანის მოთხოვნების შესაფერისი ამერიკული ზეწოლის შესაძლებლობა არ გაჩნდეს.

ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები აშშ-ში უკვე რამდენიმე კვირაა რაც მიმდინარეობს. მხარეები საუბრობენ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოგვარების შესაძლებლობაზე მაშინ, როცა აშშ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობას ცდილობდნენ. ლიბანში მოქმედებს ირანის მხარდაჭერილი დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელსაც ქვეყანაში სამხედრო და პოლიტიკური გავლენები აქვთ და წარსულში ისრაელის მიმართულებით რაკეტებს უშვებდნენ. ირანი ითხოვს, რომ აშშ-სთან შეთანხმების ფარგლებში ისრაელმა მისი მფარველობის ქვეშ მყოფი დაჯგუფების წინააღმდეგ მოქმედებები შეაჩეროს.

კომენტარები