IPN-ის მიერ მოპოვებული კანონპროექტით, ქართული ოცნება აბრუნებს შეკრებისა და მანიფესტაციების გამართვამდე 5 დღით ადრე შეტყობინების ვალდებულებას.
"წესდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება-მანიფესტაცია ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის, ხალხის მოძრაობას აფერხებს. გაფრთხილება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში შეტანილი უნდა იქნეს თითოეული შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებამდე - არაუგვიანეს 5 დღისა", - ციტირებს პროექტს IPN.
2023 წლის 14 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი შეტყობინების ვალდებულება არაკონსტიტუციურია, რადგან სპონტანურ შეკრებას შეუძლებლად აქცევს.
"საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია, არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით"





