ქართული ოცნების პოლიტიკა

ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - კობახიძე

ირაკლი კობახიძე 

ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე წერს, რომ მამუკა მდინარაძესა და ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და გამგეობის წევრებს შეხვდა. 

კობახიძის თქმით, ახალგაზრდები არიან სახელმწიფოს მომავალი, რომლებმაც "ამ ქვეყნის მართვა უნდა გადაიბარონ." 

"განვიხილეთ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის სამომავლო გეგმები, ასევე ვისაუბრეთ რეგიონებში ბოლო 3 თვის განმავლობაში გამართულ კონფერენციებზე, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმა იყო ახალგაზრდების მოსაზრებების მოსასმენად.

ახალგაზრდებმა პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალგაზრდული სივრცეების მოწყობა და სტაჟირების პროგრამების გაფართოება დაასახელეს. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს და უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ ახალ პროექტს განვახორციელებთ.

ახალგაზრდებზე ზრუნვა ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას ახალგაზრდებათან აქტიური და უშუალო კომუნიკაციისთვის, რაც აუცილებელია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად." - წერს კობახიძე. 

კომენტარები