საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება ნატოს ანკარის სამიტზე ქვეყნის არ მიწვევასა და იმავე პერიოდში ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის თურქეთში ვიზიტს ეხმაურება.
"ნატო-ს ანკარის სამიტი საქართველოსთვის თვითიზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
საქართველოს არც ერთი ოფიციალური პირი არ მონაწილეობს სამიტის არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაში.
საქართველოს საკითხი არც ერთი ოფიციალური შეხვედრის დღის წერიგში არ არის შეტანალი.
შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის სამიტის პერიოდში ანკარაში ერთ-ერთი კვლევითი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა ვერ ცვლის იმ გარემოებას, რომ საქართველო ნატო-ს სამიტის ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესსა და გადაწყვეტილებების განხილვის ფორმატებს მიღმა დარჩა." - წერია DSG-ის გავრცელებულ განცხადებაში.
საგარეოს ცნობით, 7-8 ივლისს, მაკა ბოჭორიშვილი "თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში "მოკავშირეები ანკარაში", რომელიც თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატის, პოლიტიკის, ეკონომიკისადა სოციალური კვლევების ფონდის (SETA) და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის (MSC) ორგანიზებით იმართება."
დღეს, ივანიშვილის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა ისაუბრა იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო) 36-ე სამიტზე საქართველო მიწვეული არაა.
"მიგვიწვევენ თუ არა, სხვა ამბავია, თუმცა ჩვენ არც წევრები ვართ, არც მაპი გვაქვს, რომ ვალდებულები იყვნენ, სადმე მიგვიწვიონ. მე არ მგონია, რომ მარტო საქართველოს დააკლდება არმიწვევით. ნუ შევხედავთ ყველაფერს ისე, რომ ჩვენ ისეთი საცოდავი ქვეყანა ვართ, რომ ჩვენ გვჭირდება ყველა. ჩვენც ვჭირდებით ყველას. თავის თავსაც დააკლებენ ასეთ საიმედო პარტნიორებს თუ არ მოექცევიან კარგად." - ამბობს შარმანაშვილი.




