ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისგან. უპირველესი, ყველაზე საშიში, რაც მოხდა ამით იყო ის, რომ პრაქტიკულად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება.
რაც ყველაზე მთავარია, საერთაშორისო სამართლის ამ რღვევის პროცესში თავად დასავლურმა სახელმწიფოებმა, თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა, შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი ამ პროცესში.
ფაქტობრივად, ის რასაც სხვებს, ხან რუსეთს, ხან სხვა სახელმწიფოებს აბრალებენ ხოლმე, ასე შიგნიდან გამოარღვიეს და დაშალეს ეს ორგანიზაცია, იმ გაგებით რომ ის ძირითადი პრინციპები, რის საფუძველზეც საერთოდ ეს ორგანიზაცია შეიქმნა... საზოგადოებას რომ შევახსენოთ, ეუთო შეიქმნა საერთაშორისო სამართლის ათ ძირითად პრინციპზე და ორი მათგანი ეს არის - სუვერენიტეტის პატივისცემა და სხვის საქმეებში ჩარევისგან თავშეკავება.
ამ რეზოლუციებმა და ამ დეკლარაციამ პრაქტიკულად წერტილი დაუსვა აი ამ პროცესს, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის საშიში პროცესი ზოგადად იმიტომ, რომ საერთაშორისო სამართალთან ერთად, სამწუხაროდ, მისმა დაცვისთვის შექმნილმა ორგანიზაციებმაც ფუნქცია დაკარგეს და სამწუხაროდ, გადაიქცნენ პოლიტიკური შურისძიების იარაღად.




