ქართული ოცნების პოლიტიკა

კალაძე ეუთო-ზე: როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ტიპის რეზოლუცია მიიღება. გულდასაწყვეტია ასეთ სამარცხვინო რეზოლუციას რომ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა. აღნიშნულ ინსტიტუციას იწვევენ იმისთვის, რომ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დააკვირდნენ არჩევნებს. როდესაც ისეთ რეზოლუციას იღებ, რაც ტყუილებითაა გაჯერებული რომელ არჩევნების დაკვირვებაზეა საუბარი. როგორ უნდა მოიწვიო ეს ორგანიზაცია არჩევნების შესაფასებლად.

სხვა ქვეყნის იტერესები აქ არ გატარდება. პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოებრიობა დგას. ვეღარ იქნება ის, რაც 2012 წლამდე ხდებოდა - სქართველოზე ნებისმიერი უცხოელის სულელურ განცხადებას ჭეშმარიტებად იღებდნენ. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში და არა გარე ძალები, როგორც ეს ადრე ხდებოდა. კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები შემჩნეულნი არიან საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.

როდესაც პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და ამ ორგანიზაციებს დაარქვა შესაბამისი სახელი და ისაუბრა იმაზე, რაზეც წლების წინ ვსაუბროდით, ეს ყველაფერი მიივიწყეს. ამ ადამიანებს არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ სხვა დიდი ქვეყნის ინტერესები გაატარონ საქართველოში.

თქვა ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ.

8 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. დოკუმენტი ასევე ითხოვს სამოქალაქო თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, არ ცნოს ისეთი არჩევნების შედეგები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

კომენტარები