ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის ლუვრის მუზეუმიდან ძვირფასი სამეფო სამკაულების მოპარვის გამო ორი ეჭვმიტანილია დაკავებული.
პარიზის პროკურატურამ განაცხადა, რომ ერთ-ერთი პირი შარლ დე გოლის აეროპორტიდან გაფრენას აპირებდა, როდესაც იგი დააპატიმრეს.
ქურდებმა ლუვრი 19 ოქტომბერს რამდენიმე წუთში გაძარცვეს. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ქურდების სამიზნე ლუვრის აპოლოს გალერეა გახდა, რომელშიც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახებოდა.
ამავე დღეს, ლუვრი, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად, ყველაზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს (მხოლოდ 2024 წელს 8.7 მილიონი ვიზიტორი), ერთი დღით დაიკეტა, რადგან ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობდა.





