ლუვრი

პარიზის ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა – საფრანგეთის კულტურის მინისტრი

focus.ua

საფრანგეთის კულტურის მინისტრის, რაშიდა დათის განცხადებით, პარიზის ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა.

დათიმ X-ზე დაწერა, რომ მუზეუმი 19 ოქტომბერს დილით, გახსნის დროს გაძარცვეს. 

მუზეუმმა დაადასტურა, რომ ის დღის განმავლობაში "გამონაკლისი მიზეზების" გამო იხურებოდა, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.

როგორც BBC წერს, ცნობებით, სამმა ნიღბიანმა კაცმა შესასვლელად გამოიყენა სარემონტო ლიფტი აპოლონის გალერეაში, სადაც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახება. გამოცემის მიხედვით, მძარცველები ბენზოხერხებით იყვნენ შეიარაღებულები. მათ მუზეუმში შესასვლელად ფანჯრები ჩაამსხვრიეს, რის შემდეგაც სკუტერებით გაიქცნენ. მოპარული ნივთების ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.

ლუვრი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებული მუზეუმია და მრავალ ცნობილ ხელოვნების ნიმუშსა და ძვირფასეულობას ინახავს. 

კომენტარები