30 ოქტომბერს, პარიზში ლუვრის ქურდობის საქმეზე, პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.
ცოტა ხნით ადრე, სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, რომლებიც მუზეუმში ზედა სართულზე მდებარე ფანჯრიდან შეღწევასა და ძვირფასი ნივთების მოპარვაში არიან ეჭვმიტანილები. პარიზის პროკურორის, ლორ ბეკოს განცხადებით, ორივემ დაკითხვისას დანაშაულში მონაწილეობა "ნაწილობრივ აღიარა".
ბეკომ აგრეთვე განაცხადა, რომ პროკურატურა არ გამორიცხავს უფრო დიდი ჯგუფის არსებობას, მათ შორის იმ პირის, ვინც შესაძლოა ქურდობის დამკვეთი და ორგანიზატორი იყო.





