ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ლუვრი

რა ნივთები მოიპარეს ლუვრიდან? (PHOTOS)

ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025 - 20:24
tbl.ge/7chy
დაკოპირდა

19 ოქტომბერს დილით, პარიზში ქურდებმა რამდენიმე წუთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა ცნობილი, ლუვრის მუზეუმი გაძარცვეს, საიდანაც, მათ შორის, ნაპოლეონისა და მისი ცოლის "შეუფასებელი ღირებულების" მქონე სამკაულები და ძვირფასი ნივთები წაიღეს.

ამავე დღეს, ლუვრი, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად, ყველაზე მეტ დამთვალიერებელს მასპინძლობს (მხოლოდ 2024 წელს 8.7 მილიონი ვიზიტორი), ერთი დღით დაიკეტა, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. 

საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ცნობით, ქურდების სამიზნე ლუვრის აპოლოს გალერეა გახდა, რომელშიც საფრანგეთის სამეფო ძვირფასეულობა ინახებოდა.

უწყების განცხადებით, მძარცველების მუზეუმში შეღწევის მიზნით, ლუვრის ერთ-ერთ აივნის ფანჯარა ჩაამტვრიეს, შედეგად კი უსაფრთხოების სისტემა ჩაირთო, რასაც მუზეუმის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მყისიერი რეაგირება მოჰყვა. ამის გამო მძარცველებს გზაში დაუვარდათ მეცხრე მოპარული ნივთი, ეუხენია დე მონტიხოს საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც ექსპერტიზაზეა წაღებული.

ლუვრიდან მოპარული ძვიფასეულობა:

საფირონის თვლებით გაწყობილი დიადემა, ყელსაბამი და საყურეები, რომლებიც სხვადასხვა დროს დედოფალ მარი-ამელის და დედოფალ ჰორტენზიას ეკუთვნოდათ
ნაპოლეონის მეორე ცოლის, მარი ლუიზის ზურმუხტის ყელსაბამი და საყურეები
ნაპოლეონ III-ს ცოლის, ეუხენია დე მონტიხოს გულსაბნევი "რელიქვია", რომელიც ჯამში 94 ბრილიანტითაა მორთული
ნაპოლეონ III-ს ცოლის, ეუხენია დე მონტიხოს ბრილიანტის გულსაბნევი
ნაპოლეონ III-ს ცოლის, ეუხენია დე მონტიხოს მარგალიტის დიადემა
ნაპოლეონ III-ს ცოლის, ეუხენია დე მონტიხოს 2500-მდე ბრილიანტითა და 56 ზურმუხტით მორთული ოქროს საიმპერატორო გვირგვინი, რომელიც მძარცველებს გაქცევისას დაუვარდათ
ლუვრილუვრის მუზეუმიპარიზისაფრანგეთილუვრის მუზეუმის ძარცვა

ამავე თემაზე

  • კვირა, 19 ოქტომბერი, 2025 - 16:03პარიზის ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა – საფრანგეთის კულტურის მინისტრი
  • სამშაბათი, 28 მაისი, 2019 - 10:58ლუვრის მუზეუმი თანამშრომლების გაფიცვის გამო დროებით დაიკეტა
  • სამშაბათი, 8 იანვარი, 2019 - 18:19ბიონსეს და ჯეიზის ლუვრში გადაღებული კლიპის შემდეგ მუზეუმმა ვიზიტორების რეკორდი მოხსნა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:45

ტრამპი: აშშ ჰორმუზის მცველი ხდება, რისი ხარჯებიც ტვირთის 20%-იანი გადასახადით ანაზღაურდება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 19:35

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა - სააგენტო

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:53

"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" - BOG ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს (რ)

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:37

რუსეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნადეჟდინი დააკავეს

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 17:22

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო (რ)

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
5"აივნის მოაჯირიდან მაგდებდა" - შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕