ივანიშვილის დეპუტატი, არჩილ გორდულაძე ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა. გორდულაძე ამბობს, რომ ისინი "დიფსთეითის" წარმომადგენლები არიან და მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.
"რიში და შაჰინი საქართველოს მიმართ განსაკუთრებული ზიზღით გამოირჩევიან - ქართველი ხალხი განსაკუთრებულად ეზიზღებათ და ისინიც "დიფსთეითის" ერთი ჩვეულებრივი წარმომადგენლები არიან. ცდილობენ, როგორმე, "დიფსთეითის" გავლენები სხვა ქვეყნებშიც გაზარდონ. საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესია აქვთ. შესაბამისად, მათ მიერ ნათქვამ არცერთ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს [...]
მათი განცხადებები საქართველოს ინტერესების დასაზიანებლადაა მიზანმიმართული. "დიფსთეითის" სურვილი სწორედ ეს არის, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლებაში აგენტურა მოვიდეს, რომელიც ყველა დავალებას ყურმოჭრილი მონასავით შეასრულებს, რასაც "დიფსთეითი" გასცემს [...] წარმოუდგენელია, რომ რიშს და შაჰინს პრეზიდენტ ტრამპზე ან მის ადმინისტრაციაზე რაიმე გავლენა ჰქონდეთ". - თქვა გორდულაძემ.
რიშმა და შაჰინმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ საქართველოს დემოკრატიას ძირს არა აშშ, არამედ ქართული ოცნება უთხრის.





