ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა იქნება სრული. ნებისმიერი ბიზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს, ყველას მიმართ იქნება სრული მხარდაჭერა. თქვენ იცით, არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის, რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ, მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს.
რაც შეეხება, უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ. მე არ ვიცი დღეს არის თუ არა [ქვეყანაში]. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ეს ჩვეულებრივი საქმეა, ხომ? ეს მე არ ვიცი. ეს არ არის ჩემი, ასე ვთქვათ, უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო ვინ სად წავა. ეს არის ბიზნესმენის საქმე. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას. მათ შორის, რა თქმა უნდა, ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი.





