ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააპელაციო სასამართლომ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
"როგორი სიმბოლურია, დღეს ჩამბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ზურაბ ჯაფარიძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელი, რჩება ციხეშიო". - წერს ჩომახაშვილი.
ცნობისთვის, 23 ივნისს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
5 სექტემბერს ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ადგილობრივი არჩევნების წინ პარტია ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერებს, ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს 23 ივნისს 8-8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ამასთან ერთად, აუკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ჯაფარიძე და ხაზარაძე პოლიციამ პარტიის ოფისში დააკავა.





