ფილოსოფიური კონგრესი

ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიო კონგრესზე წარადგენენ

ქართველი მკვლევრები მართლმადიდებლურ ღვთისმეტყველებას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რესპექტაბელურ ფილოსოფიურ კონგრესზე წარადგენენ.

2026 წლის 1–4 სექტემბერს, რომის Roma Tre University-ში, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების (International Hegel Society) 36-ე მსოფლიო კონგრესზე ქართველი მკვლევრები — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დეკანოზი გიორგი წეროძე, და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დოქტორი სულხან ინაიშვილი — ერთობლივ მოხსენებას წარადგენენ: "Being from the Future: Personhood Between Hegel's Dialectic and Zizioulas' Communion".

ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების მსოფლიო კონგრესი ჰეგელის ფილოსოფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკადემიური ფორუმია, სადაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლები იკრიბებიან.

მოხსენება მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასის ღვთისმეტყველებასა და ჰეგელის ფილოსოფიას შორის დიალოგს ეძღვნება. ავტორები აჩვენებენ, როგორ შეიძლება მართლმადიდებლური პერსონალისტური და ესქატოლოგიური ონტოლოგია თანამედროვე ფილოსოფიურ დისკუსიაში ჩაერთოს.

ავტორთა შეფასებით, ამ კონგრესში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირადი აკადემიური მიღწევის თვალსაზრისით, არამედ როგორც იმის ნიშანი, რომ თანამედროვე ქართული მართლმადიდებლური აზრი საერთაშორისო ინტელექტუალურ დიალოგში აგრძელებს მონაწილეობას.

კომენტარები