წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს კიდევ ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
8 თვით პატიმრობა იგივე მოსამართლემ დღეს, 23 ივნისს მამუკა ხაზარაძესაც მიუსაჯა.
ოცნების "საგამოძიებო კომისიაზე" არ მისვლის გამო, კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო 5 აპრილს შეუფარდეს. პოლიტიკოსმა გირაო გადაიხადა.
დღეს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.





