პრესსამსახურის ცნობით, ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ გაერთიანებული სამეფოს მიერ დასანქცირებულ შს მინისტრ სულხან თამაზაშვილს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიანიჭა.
ამასთან ერთად, პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძეს გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება, ხოლო გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძეს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭათ.
სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დავით თამაზაშვილს.




