ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი

კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს

როდესაც საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მე აუცილებლად მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, დამფუძნებელს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის მიღწევები, რომლებიც აქვს საქართველოს მთავრობას ამ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის, გასული წლის განმავლობაში, საბოლოოდ არის იმ გეზის დამსახურება, იმ სწორი პრინციპების დამსახურება, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში 2012 წლის შემდეგ.

საბოლოო ჯამში, ის რომ ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობა 14 წლის განმავლობაში, რომ დღეს ქვეყანაში არის სიმშვიდე, ინარჩუნებს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და რომ ქვეყანას აქვს ეკონომიკური პროგრესი, არის პირველ რიგში ამის და ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, კიდევ ერთხელ მადლობა მას სწორი პრინციპებისთვის, სწორი ღირებულებებისთვის და იმ მაგალითისთვის, რომელსაც გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს საკუთარ საქმიანობაში.

განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც წლიურ ანგარიშს წარადგენს.

კომენტარები