წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა ლელოს ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად შარაძემ გამოიტანა.
ცნობისთვის, ხაზარაძე პირველად წულუკიანის კომისიაზე 25 მარტს დაიბარეს, სხდომაზე შპს მაგნატის და მისი მესაკუთრის, ჯემალ ლეონიძის საქმე განიხილა. ამ სხდომაზე დაბარებულები იყვნენ კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - მათ კომისიაზე მისვლაზე უარი განაცხადეს. განმეორებით კი 17 ივნისს.
ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც 1 წლამდე ვადით პატიმრობას, ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ხაზარაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელიც პოლიტიკოსმა გადაიხადა.
დღეს იგივე ბრალდებით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა.




![სუს-ის განცხადებით, ასაჯაროებენ უძილაურის საქმეში არსებული კადრების ნაწილს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/05/sdsdsdssds.png.jpg?itok=DF-HusRc)
