რუსული რეჟიმი

გორდულაძე ოცნების საჩივარზე: დედის გინება, პოსტით თუ საჯაროდ, არის თუ არა შეურაცხყოფა?

ერთი ადამიანი მეორეს დედას რომ აგინებს, არის თუ არა ეს შეურაცხყოფა? საქართველოში, სადაც დედის კულტი გვაქვს და ყველაფერი დედასთან ასოცირებული არის წმინდათა წმინდა. ერთი ადამიანი მეორე ადამიანს დედას რომ შეაგინებს, ეს არის თუ არა შეურაცხყოფა? და აქვს ამას მნიშვნელობა, თვალებში ჩახედავს და ისე შეაგინებს, თუ საჯაროდ, მაგალითად, ტელევიზიით გამოვა და იქ აიმყრალებს პირს, [...] ან ადგება და პოსტს დაწერს თუნდაც და საჯაროდ, ყველას დასანახად, ყველას გასაგონად, ისე, რომ ამ ადამიანთან მისვლის შესაძლებლობა და მისვლის სურვილი არ აქვს, ასე აგინებს?

რა თქმა უნდა, დედის გინება ნებისმიერი ფორმით ყველასთვის არის შეურაცხმყოფელი და ადამიანმა უნდა იგრძნობს პასუხისმგებლობა - როდესაც სხვა ადამიანს შეურაცხყოფას მიაყენებს, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ზომები.

თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილის რეჟიმი შსს-ში მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო უჩივის. ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივარი, რომელიც დღეს შევა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეხება სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას", რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ.

კომენტარები