რუსული რეჟიმი

შაჰინი: ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაშფოთებელი და უსამართლოა

სენატორი ჯინ შაჰინი კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას ეხმაურება.

"ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემაშფოთებელი და უსამართლოა. მსგავსი ქმედებები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის ფონზე კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს". - წერს სენატორი პლატფორმა X-ზე.

შაჰინის თქმით, ის ამაყია, რომ კონგრესში MEGOBARI აქტის სახით, ორპარტიულ ძალისხმევას ხელმძღვანელობს.

"მე ყოველთვის დავუდგები მხარში მამაც ქართველ ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლაში". - წერს სენატორი.

ზურაბ ჯაფარიძეს 22 მაისს გირაოს გადაუხდელობისთვის პატიმრობა შეუფარდეს.

კომენტარები