რუსული რეჟიმი

"ახალის" PR წერს, რომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან

პარტია ახალის პრესსამსახურის წარმომადგენელი, მირანდა ბაღათურია სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. იმავე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებიან გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელ ანა ყურაშვილსაც - ამის შესახებ ყურაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა

ცნობისთვის, მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე თავდასხმის ბრალდებითაც, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი, საბა სხვიტარიძეა დაკავებული.

"15 წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან მედავებიან, პოლიციელი" მირიან ქავთარაძის მიმართ შეურაცხყოფას, საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ საბას პროცესზე ამ მირიანის გამოკითხვას, გამოსულზე, ბუნებრივია დახვდნენ ამ ცრუ პოლიციელს შეძახილებით, თუმცა მე ვერ მივუსწარი, რადგან სხვა პროცესზე ვიყავი, მეტიც მირიან ქავთარაძე საერთოდ ვერ დავინახე, ის უკვე წასული დამხვდა.

დიდი ალბათობით, საუბარია ჩემ მიერ ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, ვიდეო სხვისი გადაღებულია და არც ჩემი ხმა არ ისმის-ფიზიკურად იქ არ ვიყავი.

მთავარია რომ რეჟიმის ერთგული პოლიციელების დასაცავად უზიან სოციალურ ქსელებს, ყველა ვიდეოს და არ იციან როგორ ასიამოვნონ ცრუ მოწმეებს, სწორედ მათ გამო ჩვენი ბიჭები გისოსებს მიღმა აგრძელებენ ცხოვრებას!". - წერს ბაღათურია.

"რამდენიმე წუთის წინ დამირეკეს სამმართველოდან, მედავებიან 173-ე მუხლის მეორე ნაწილს, “პოლიციელი” მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფას, ჩემი მეგობარი საბა სხვიტარიძის პროცესის დღეს, 17 აპრილს" - წერს ანა ყურაშვილი. 

საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სხვიტარიძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საბა სხვიტარიძე დაზარალებულადაცაა ცნობილი, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის საქმეზე.

კომენტარები