რუსული რეჟიმი

20 აპრილს, აქციაზე დაკავებულ 2 პირს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

ტაბულა

20 აპრილს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 2 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, აქციის მონაწილეებს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის დატოვების მოთხოვნით მიმართავდა, ხოლო შემდეგ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს აქციის მონაწილე დააკავეს.

კომენტარები