რუსული რეჟიმი

რუსთაველზე აქციის ორი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავეს

ტაბულა

20 აპრილს, რუსთაველის გამზირზე აქციის ორი მონაწილე, სავარაუდოდ, დააკავეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ რეჟიმის პოლიცია მოქალაქეებს რუსთაველის გამზირის დატოვების მოთხოვნით მიმართავს, ხოლო შემდეგ პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს აქციის ერთ-ერთ მონაწილეს აკავებს

"2 ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს "ქრისტე აღსდგა ბიჭებო"-ო ეძახდა" - დაწერა ჯგუფ დაიტოვეში თამარ კანკავამ

ტაბულა დეტალების გარკვევას ცდილობს.

კომენტარები