რუსული რეჟიმი

ოკრიბელაშვილისა და მეფარიშვილის საქმეზე, ადვოკატმა ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი

რუსული კანონის აქციებზე რკინის ჯებირის დაზიანებისთვის ბრალდებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე ადვოკატმა დავით გამყრელიძემ ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა.

ცნობისთვის, ოკრიბელაშვილსა და მეფარიშვილს 2025 წლის 20 იანვარს 18-თვიან პატიმრობა შეეფარდათ.

დავით გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის უცნობია მოაწერა თუ არა ხელი ივანიშვილის პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალების შესახებ აქტს ხელი.

"შეწყალებით მივმართეთ [მიხეილ ყაველაშვილს], მოგეხსენებათ საბა მეფარიშვილსა და ომარ ოკრიბელაშვილს, ორივეს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმებები, მათ განესაზღვრათ 18 თვიანი პატიმრობა, თუმცა ჩვენ არ დაველოდეთ მოვლენების განვითარებას და რაღა თქმა უნდა, პრეზიდენტს მივმართეთ შეწყალების თხოვნით.

[...] იმედს ვიტოვებთ, რომ სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც შეწყალების აქტის ქვეშ მოექცევიან, ასევე ომარიც და საბაც ისარგებლებენ ამ შესაძლებლობით და ისინი, ძალიან მალე აღმოჩნდებიან თავისუფლები.

[...] ორივე მსჯავრდებულზე არის შეტანილი შეწყალების აქტი, რომ გამოიცეს პრეზიდენტის მხრიდან - ინფორმაცია არ გვაქვს ვინ მოაწერა ან ვინ არ მოაწერა ჯერ ხელი". - თქვა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები