რუსული რეჟიმი

მდინარაძე: 9 აპრილი, 1989, იარაღი - ტანკი და ნიჩაბი. 10 აპრილი, 2025, იარაღი - სანქცია

ივანიშვილის დეპუტატი, მამუკა მდინარაძე სანქციების დაწესებასა და 9 აპრილის დარბევას ერთმანეთთან აიგივებს. მდინარაძის განცხადებით, ორივეს "თავდასხმის ობიექტი" საქართველოს დამოუკიდებლობა და ადამიანების თავისუფლებაა.

"9 აპრილი, 1989 წელი. 
იარაღი - ტანკი და ნიჩაბი. 
თავდასხმის ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი. 
იარაღი - სანქცია. 
ობიექტი - საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. 

მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გუშინ, ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ 9 აპრილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთს არ ახსენებს და მას "უცხოურ ძალად" მოიხსენიებს.

დღეს, 10 აპრილს გაერთიანებულმა სამეფომ ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. 

კომენტარები