ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას რას და რისთვის აკეთებს. შეიძლება, კეთილი საქმის კეთების პარალელურად აკეთებდეს ისეთ რამეს, როგორიც არის წახალისება დესტრუქციული მოქმედებების, დესტაბილიზაციის პროცესების წახალისება და ეს არ არის გამონაკლისი და არაფერი გასაკვირი იქნება იმაში, რომ სწორედ ასეთი საკითხები იქნეს გამოაშკარავებული. ასევე, ფონდებს რასაკვირველია სჭირდება შესაბამისი დაფინანსება და ამ წყაროებთან დაკავშირებითაც უნდა იყოს ღია ინფორმაცია. როდესაც ამ საკითხებთან მიმართებაში ფონდი პირდაპირ არის ჩართული გარკვეული პოლიტიკური პროცესების განვითარების საქმეში, მით უმეტეს, თუ ეს საქმე არის იმ სცენარის ნაწილი, რასაც რევოლუცია ჰქვია, რასაკვირველია, იგი დამატებით ყურადღებას იმსახურებს.
რუსული რეჟიმი
ვოლსკი: ნებისმიერი ფონდი უნდა იყოს გამჭვირვალე, მით უმეტეს, თუ რევოლუციური სცენარის ნაწილია
tbl.ge/748l
დაკოპირდა

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, 17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, ის 5 ფონდი დააყადაღა, რომლებიც ფინანსურ და იურიდიულ დახმარებას, მათ შორის, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს უწევენ.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული ფონდები "ძალადობრივი ქმედების დაფინანსებისა და უკანონობის წახალისებისთვის" დააყადაღეს.
გია ვოლსკიქართული ოცნებაივანიშვილის რეჟიმირუსული რეჟიმისაპროტესტო აქციებინანუკას ფონდიprosperitygeorgiaადამიანის უფლებათა სახლიევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება
ამავე თემაზე
- კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
- ზარქუა: კაია კალასი თავქარიანი, ქარაფშუტა პოლიტიკოსია
- ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საერთაშორისო სამართალს ხაზი გადაუსვა - პაპუაშვილი
- ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე




