რუსული რეჟიმი

კირცხალია: სათვალავი აგვერია, რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ სხვა ქვეყნებმა

უკვე სათვალავიც აგვერია, თუ რამდენი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა თუ ცალკეულმა ქვეყნებმა - როგორი პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, როგორი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები იკითხებოდა იმ პატრონების მხრიდან, რომლებიც პატრონობენ აქ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.

სრულად დაცლილი ყოველგვარი მორალისა და ფაქტისგან, სრულად ნაკარნახევი, როგორც ლობიზმით, ასევე ორმაგი, სამმაგი, ოთხმაგი სტანდარტით და ასევე, სამწუხაროდ, 2022 წლის შემდეგ, როგორც ქართველი საზოგადოება, ასევე მსოფლიო შეაჩვიეს ასეთი ორმაგი სტანდარტებით საუბარს და ამას აკეთებს ვინ? აი, დიფ სთეითის მხრიდან, გნებავთ გლობალური ომის პარტია დაუძახეთ, სულ ერთია, ხელდასმული, არ არჩეული ბიუროკრატები და ასევე, ხელდასმული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან ამა თუ იმ ევროკავშირის წამყვან თუ არაწამყვან ქვეყნებში, ბიუროკრატიებში, რომლებიც მოქმედებენ ევროპისა და დემოკრატიის სახელით.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კირცხალიამ.   

კომენტარები