რუსული რეჟიმი

ყაველაშვილმა რაგბის ეროვნული ნაკრების წევრებს ღირსების ორდენები გადასცა

ივანიშვილის დანიშნულმა პრეზიდენტმა,მიხეილ ყაველაშვილმა, ივანიშვილის სხვა წარმომადგენლების, ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

"საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები სპორტსმენებს განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისთვის – კერძოდ, 2022 წელს იტალიისა და უელსის მორაგბეთა ნაკრებებთან გამართულ შეხვედრებში ისტორიული გამარჯვებების მოპოვებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები