რუსული რეჟიმი

ლაშა გაბიტაშვილს 3 პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს საკუთარ სახლთან 3 უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

"მაგრად მოაწყვეთ, დილის 9 საათზე ძაღლს რომ მიყურებთ აქ, ძაღლს რომ ვასეირნებ და უნდა მომვარდეთ და მცემოთ ძალიან სასაცილოა, აქ არავის არაფრის არ ეშინია და აუცილებლად ჩვენ ჩვენსას მივაღწევთ.

არ ვიცი ვინ იყვნენ, ძაღლს ვასეირნებდი, უცებ სამი კაცი მომვარდა ნიღბებით". - ამბობს გაბიტაშვილი Facebook-ლაივში.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, ლაშა გაბიტაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 126-ე 1​1 მუხლით, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. 

ცნობისთვის, 13 იანვარს ბიძინა ივანიშვილის დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ირაკლი ზარქუა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს აბუ დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირების ვიდეოები გაბიტაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა

14 იანვარს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებულები იყვნენ. კოალიცია ცვლილებებისთვის წევრმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მათი სასამართლო 15 იანვარს იყო ჩანიშნული. 

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე 13 იანვარს, აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს მოქალაქეზე თავდასხმის გამო გამოკითხვაზე იმყოფებიან. 

22 იანვარს, ტელეკომპანია მთავარმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზარქუა და სანიკიძე 80 000-ლარიანი ჯარიმების საფუძველზე თბილისში დაბრუნდნენ.

კომენტარები