რუსული რეჟიმი

აქუბარდია კანონის გამკაცრებაზე: რეჟიმს ეჩქარება, რომ მოგუდოს სახალხო პროტესტი

რეჟიმი, რომელმაც ვერაფრით ვერ დაამარცხა სახალხო პროტესტი ფეხდაფეხ დასდევს მომიტინგეებს და ახალი ავტორიტარული კანონებით ცდილობს ძალაუფლება გადაარჩინოს, რაც წარმოუდგენელია, რამდენადაც დღეს ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის დაცვა სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვას ნიშნავს.

მათ ეჩქარებათ, რომ მოგუდონ სახალხო პროტესტი, რასაც ვერ ახერხებენ, უკვე ორ თვეზე მეტია.

თქვა, პარტია გახარია - საქართველოსთვის წევრმა, თეონა აქუბარდიამ ივანიშვილის რეჟიმის ახალ, გამკაცრებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და რეპრესიულ პოლიტიკაზე.

ცნობისთვის, 3 თებერვალს, ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგისას განაცხადა, რომ გაიზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პატიმრობის ვადა 60 დღემდე - ასევე, სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოხელის სიტყვიერი შეურაცხყოფა. მისივე განცხადებით, "ფსევდოლიბერალების ფაშისტური ქმედებების პრევენციის მიზნით" სისხლის სამართლის კოდექსშიც შედის ცვლილებები.

კომენტარები