რუსული რეჟიმი

ახალი დირექტივა დიპლომატიურ სამსახურს პარტიის კონტროლის ქვეშ აქცევს – ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე, 22 დეკემბერი, 2024
Salome Zourabichvili / Instagram

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში შეტანილი ცვლილებების შესახებ წერს და მათ რეპრესიების გაგრძელებად მოიხსენიებს. მისივე თქმით, დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულებს ქართული ოცნების კონტროლს უქვემდებარებს.

"რეპრესიები საქართველოში. ახლა ქართველი დიპლომატების ჯერია: საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 იანვარს ახალი დირექტივა გასცა, რომელიც საგარეო სამსახურში მომსახურეთა უფლებებს ზღუდავს და მათ მმართველი პარტიის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ აქცევს... უკან მიმართული შედეგებით. უკან საბჭოთა კავშირში". - წერს ზურაბიშვილი.

ივანიშვილის წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაკა ბოჭორიშვილმა 2025 წლის 27 იანვარს გამოცემული ბრძანებით, ცვლილებები შეიტანა დიპლომატიური სამსახურის გავლის წესში.

საია-ს შეფასებით, აღნიშნული ცვლილება იმეორებს ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის მიერ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დეკემბერში შეტანილ რეპრესიულ ცვლილებებს

კომენტარები