აშშ-საქართველო

განკარგულება, რომლითაც ივანიშვილი არის სანქცირებული, რუსეთის აგენტებს მიემართება – ფრიდი

ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი აშშ-ს მხრიდან ივანიშვილის სანქცირების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ 14042-ე აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც ივანიშვილი არის სანქცირებული, რუსეთის აგენტების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამის შესახებ ის X-ზე წერს.

""ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირება". მშვენიერია, თუნდაც ბოლო წუთას ხდებოდეს, სანამ ქართული რეჟიმმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ შეიძლება იმოქმედოს.

უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-მ ივანიშვილს სანქციები 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად დაუწესა, რომელიც რუსეთის აგენტების წინააღმდეგ არის მიმართული" - წერს ამერიკელმა დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, დენიელ ფრიდი

აშშ-ს მიერ ამავე განკარგულებით სანქცირებულთა შორის არიან ოთარ ფარცხალაძე, დმიტრი პესკოვი, VTB Bank და Sberbank.

27 დეკემბერს აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ბიძინა ივანიშვილს, 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების საფუძველზე, სანქციები დაუწესა.

კომენტარები