აშშ-საქართველო

აშშ-მ ივანიშვილი სიაში შეიყვანა დემოკრატიული მომავალისთვის ძირის გამოთხრისთვის – ბლინკენი

ენტონი ბლინკენი
State Department Photo by Ron Przysucha/Public Domain

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებზე საუბრობს.

განცხადებაში წერია, რომ აშშ-მ ივანიშვილს ფინანსური სანქციები რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის გამოთხრისთვის დაუწესა. ამასთან, ბლინკენი წერს, რომ აშშ ქართული ოცნების ქმედებებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებზე ძალადობას მკაცრად გმობს.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ ივანიშვილი 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების შესაბამისად დასანქცირდა.

1402-ე აღმასრულებელი განკარგულება აწესებს საგანგებო მდგომარეობას და სამართლებრივ საფუძველს უქმნის სანქციების დაწესებას იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის საზიანო საგარეო საქმიანობაში. ეს საქმიანობები მოიცავს დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრას, კიბერთავდასხმებს, არჩევნებში ჩარევას და სხვა დესტაბილიზაციურ მოქმედებებს უცხო ქვეყნებში.

წარმოგიდგენთ სრულ განცხადებას:

ამერიკის შეერთებული შტატებმა სიაში შეიყვანა ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი, საქართველოს მმართველი პარტიის, ქართული ოცნების დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის. ივანიშვილისა და ქართული ოცნების ქმედებებმა დემოკრატიული ინსტიტუტები შეარყია, ადამიანის უფლებათა დარღვევები შესაძლებელი გახადა და საქართველოში ფუნდამენტური უფლებების გამოყენება შეზღუდა. ამასთან, მათ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი რელსებიდან გადაიყვანეს, მომავალი, რომელიც ქართველ ხალხს მასშტაბურად სურს და საქართველოს კონსტიტუცია სავალდებულოს ხდის. შედეგად, საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას აგრძელებს. 

მკაცრად ვგმობთ ქართული ოცნების ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობის ქვეშ, მათ შორის, მისი მხრიდან საქართველოს მოქალაქეების, აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის ფიგურების მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიას. აშშ იმ პირების ანგარიშვალდებულების მხარდაჭერის ერთგულია, ვინც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს ძირს უთხრიან. 

ივანიშვილი სიაში შეყვანილია 14024-ე აღმასრულებელი განკარგულების პირველი სექციის (a)(ii) ქვესექციის C პუნქტის შესაბამისად, აშშ-ში ან უცხოეთში, რუსეთის ფედერაციის მთავრობის ნაცვლად, ანდა უშუალოდ ან ირიბად მის სასარგებლოდ იმგვარი ქმედებების ან პოლიტიკის ირიბად ან პირდაპირ გატარებისთვის ან გატარების მცდელობისთვის ან მათში თანამონაწილეობისთვის 

კომენტარები