ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

რა უნდა იცოდე, თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ - საბა ბრაჭველის რჩევები

ღია საზოგადოების ფონდის იურისტი, საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოქალაქეებს ურჩევს, როგორ უნდა მოიქცნენ, თუ პოლიცია სახლში მიაკითხავთ.

"პირად ჩხრეკებზე:

  • თუ სახლში მოგადგნენ და აკაკუნებენ, არ შეშინდეთ და დაპანიკდეთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე 577070563
  • სანამ კარს გააღებთ, გადით ლაივში (გაქვთ ამის უფლება). ვიდეოს ლაივი ჯობია, რადგან ვერ წაგიშლიან
  • არ დააწყებინოთ ჩხრეკა, სანამ ადვოკატი არ მოვა. რაღაც ეტაპზე კარის გაღებას მოგთხოვენ, მაგრამ ეცადეთ, ადვოკატისთვის დრო მოიგოთ
  • შეგიძლიათ ასევე მოსთხოვოთ ჩხრეკის დადგენილების/განჩინების გაცნობა
  • ჩხრეკის მიმდინარეობისას მაქსიმალურად ეცადეთ, არ დაუშვათ, რომ სხვადასხვა ოთახებში იბოდიალონ პოლიციელებმა (ლაივის გამოყენებით. თუ გაბოდიალდებიან, ეგ მაინც კარგი მტკიცებულება იქნება)
  • პირდაპირ არ გაუღოთ კარი ან საერთოდ არ გაუღოთ 'გაზის ინსპექტორს', რომელიც მოულოდნელად გეწვიათ, ან მეზობელს, რომელსაც ნიორი შემოაკლდა დილის 7 საათზე. იყავით ყურადღებით.

ციფრული ჰიგიენა:

  • წაშალეთ სიგნალის აპლიკაცია და ხელახლა გადმოწერეთ
  • სიგნალის გარეთ თუ ლაპარაკობთ სადმე, წაშალეთ
  • საფუძვლიანი წაშლისთვის ყველა მონაცემის - iShredder (აიფონისთვის)
  • სამსახურის ლეპტოპები დატოვეთ სამსახურში, პირადი ლეპტოპები არ წაიღოთ ოფისებში
  • ვინც ოფისებში დადიხართ, ზედმეტი ნივთები მოაშორეთ ოფისებიდან. Clean desk policy.

და რაც მთავარია - იყავით მხნედ - პოლიციელები არიან დემენტორები და შიშს ყნოსავენ ხოლმე. ჩხრეკები ჯერ-ჯერობით სისხლის წესით დაკავებების გარეშე მიმდინარეობს" - წერს ბრაჭველი.

დღეს, 4 დეკემბერს, ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა. 

ასევე პოლიცია ჩხრეკს პარტია ახალის, გირჩი-დროას  და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ოფისს.

გირჩი-დროას ოფისთან ნიკა გვარამია დააკავეს.

კომენტარები