გირჩი/დროას ოფისში კრიმინალური პოლიციაა შესული და ჩხრეკას ატარებს. პროცესს პარტია დროას თავმჯდომარე, ელენე ხოშტარიაც ესწრებოდა, რომელმაც მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"მოსალოდნელი მოქმედებაა. აქ ჩვენ აქციისთვის პარალონები, პლედები, ფეერვერკები, სნიკერსები, კვერცხები გვაქვს - ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პროტესტი იყოს. მოვიდნენ და ლაზერებს, საღებავებს და რაღაცებს აღრიცხავენ". - თქვა ხოშტარიამ.
პოლიცია ჩხრეკაზე ასევე შევიდა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთისა და პარტია ახალის ოფისებშიც. გარდა ამისა, კრიმინალური პოლიცია ჩხრეკაზე იმყოფებოდა ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლშიც.