პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ბროსეს ქუჩაზე მდებარე ოფისში პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა.
შსს-ს თანამშრომლებმა ადგილზე მისულ ნაციონალური მოძრაობის წევრს, სოფო ჯაფარიძეს განუცხადეს, რომ "სასამართლო განჩინების საფუძველზე, შენობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", რის გამოც მას ოფისში ვერ შეუშვებდნენ.
ცნობისთვის დღეს, 4 დეკემბერს, პოლიციამ პარტია ახალის ოფისშიც ჩაატარა ჩხრეკა.
პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შევიდნენ შსს-ს თანამშრომლები პარტიის ოფისში.