ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში კრიმინალური პოლიცია შევიდა. მათ ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს და ღლონტის ტელეფონი და ლეპტოპი წაიღეს.
კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლის თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. ღლონტს ვანდალიზმისკენ მოწოდებასაც ედავებიან.
ცნობისთვის დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია ასევე გაჩხრიკა, პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ბროსეს ქუჩაზე მდებარე ოფისში.
პოლიციამ ასევე გაჩხრიკა, პარტია ახალის ოფისიც - პარტია ახალის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შევიდნენ შსს-ს თანამშრომლები პარტიის ოფისში.
ჩხრეკიდან რამდენიმე სააათში, პოლიციამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია გირჩი-დროას ოფისთან დააკავა.





