რუსული რეჟიმი

პარტია "ახალის" ოფისში პოლიცია ჩხრეკაზე შევიდა

რამდენიმე წუთის წინ, პარტია ახალის ოფისში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატრა - ამის ამსახველი ლაივ ვიდეო, პარტია ახალის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

გვარამიას თქმით, მისთვის უცნობია, რის საფუძველზე შევიდნენ შსს-ს თანამშრომლები პარტიის ოფისში. 

მოგვიანებით, გვარამიამ ტელეკომპანია მთავართან აღნიშნულ ფაქტზე კომენტარიც გააკეთა.

"ეს არის ავტორიტარიზმი, უკვე გადადის დიქტატურაში და შესაბამისად, პოლიტიკური პარტიების ჩხრეკა, დაყადაღება, პოლიტიკური ლიდერების დაჭერა, ეს ნორმალური მოვლენაა დიქტატურებისთვის.

ამის ნორმალიზაცია ხდება რეალურად, მოდი ასე ვთქვათ - პოლიტიკოსები ამისთვის მზად ვართ და ვინც არ არის, უნდა იყოს ამისთვის მზად იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის განმათავისუფლებელი მოძრაობა ფაქტობრივად. 

ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის რუსეთი, დანარჩენი სახელები და გვარები, ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელით დამთავრებული, არის რუსეთის ფსევდონიმები, მეტი არაფერი.

ამიტომ, მზაობა ამისთვის არსებობს - ყველას მინდა ვურჩიო, რომ ფრთხილად იყვნენ.

არაფერი უკანონო პარტიების ოფისში არ ხდება, მაგრამ მაინც დაიზღვიონ თავი ისედაც, ვთქვათ - რასაც ესენი გამოიყენებენ, თქვენს წინააღმდეგ მოგონილი, ასე ვთქვათ მტკიცებულების სახით, ამას გადახედონ.

ამას ვურჩევ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და ტელევიზიებსაც". 


ცნობისთვის დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია ასევე გაჩხრიკა, პარტია ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის ბროსეს ქუჩაზე მდებარე ოფისში.

ასევე, ჩხრეკა ჩატარდა, ჯგუფ დაიტოვეს ერთ-ერთი ადმინისტრატორის, ილია ღლონტის სახლში - მათ ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს და ღლონტის ტელეფონი და ლეპტოპი წაიღეს.

კომენტარები