პრეზიდენტის არჩევნები

კალაძე ყაველაშვილზე: პატრიოტი ადამიანია, ყველაფერს გააკეთებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს

პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მიშას წარმატებები ვუსურვო.

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

კომენტარები