საპრეზიდენტო არჩევნები საკმაოდ კარგ გარემოში ჩატარდა. იცით, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა პირველად მოხდა [...] TV იმედზე მიხეილ ყაველაშვილის ინტერვიუ ვნახეთ და პირადად ჩემთვის, მისი საუბარი ძალიან დადებითი იყო - თუ როგორ ფიქრობს, როგორ უნდა, რომ ქვეყანა გააერთიანოს [...] ის ყოველთვის საქართველოს სიყვარულით იყო განმსჭვალული [...] ვფიქრობ, მას იმის ძალა შესწევს და შეუძლია, რომ როგორმე დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან დასმა, გაერთიანება მოახერხოს. არცერთ შემთხვევაში, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
პრეზიდენტის არჩევნები
ლიპარტელიანი: ყაველაშვილს დაპირისპირებული მხარეების ერთ მაგიდასთან დასმა შეუძლია
tbl.ge/707z
დაკოპირდა

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ყოფილმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა TV იმედის ეთერში.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს - ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ამავე თემაზე
- სი ძინფინგმა ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა
- ღონისძიებისთვის სპეციალურად დავბეჭდეთ საინაუგურაციო კონსტიტუცია - პაპუაშვილი
- ერდოღანი ყაველაშვილს გაპრეზიდენტებას ულოცავს
- სტუ-ს რექტორი ყაველაშვილს: თქვენო აღმატებულებავ, მოსახლეობა იმედით გიყურებთ
- ყაველაშვილი: გულწრფელობა ჩემი ორგანული მდგომარეობაა და ამას ნამდვილად ვერ შევიცვლი