ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ივანიშვილის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ინაუგურაცია მიულოცა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიური განვითარების დინამიკას ინარჩუნებს.
"მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ვიმუშაო პრეზიდენტთან ერთად, რათა გავაგრძელო ორ ქვეყანას შორის ტრადიციული მეგობრობა, გავაღრმაო ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობა, ხელი შევუწყო ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო განვითარებას, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას" - აღნიშნა სი ძინფინგმა.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. ივანიშვილის წარმომადგენელს აქამდე გაპრეზიდენტება რამდენიმე ქვეყნის ლიდერმა მიულოცა, კერძოდ, ბელარუსის, სერბეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერებმა.
ივანიშვილის პრეზიდენტის ინაუგურაცია, პარლამენტში 29 დეკემბერს გაიმართა.