პრეზიდენტის არჩევნები

ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა

ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. ამის შესახებ უმრავლესობის და პოლიტსაბჭოს სხდომების დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, 300 ხმოსანი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს 2024 წლის 14 დეკემბერს აირჩევს. პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღად 29 დეკემბერი დასახელდა.

"შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევა ხდება 5 წლის ვადით. 2017 წელს შეიცვალა პრეზიდენტის არჩევის წესი, პრეზიდენტს ახლა უკვე აირჩევს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია [...] მოქმედ პრეზიდენტს ვადა ეწურება 16 დეკემბერს [...]". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები